aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

თბილისში 80 წლის ქალი დააყაჩაღეს და 3 ათასი დოლარი წაიღეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღეს დილას თბილისში სანზონაში კაჭრეთის ქუჩაზე 80 წლის ლუბა ჯანგირაშვილს რამდენიმე პირი თავს დაესხა და ფულის გამოძალვის მიზნით,  ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ადგილობრივები “მეტრონომთან” საუბარში ამბობენ, თავდამსხმელებმა მოხუცი გაძარცვეს, სახლიდან 3 ათასი ამერიკული დოლარი წაიღეს, დაზარალებულს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს, იგი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მოხუცს მეზობლების თქმით,  უცხოეთში შვილები ჰავს და მას ფულს უგზავნიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლისა სამართლის 179-ე მუხლით დაიწყო. დამნაშავე პირების დასადგენად და  დასაკავებლად  ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

იტვირთბა....