ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოკუპირებულ გალში ე.წ. გამშვები პუნქტები 4 მარტს დაიხურება

ოკუპირებულ გალში ე.წ. გამშვები პუნქტები, სავარაუდოდ, 4 მარტს დაიხურება. ამის შესახებ ადგილობრივებმა  “მეტრონომს” აცნობეს.

ადგილობრივების თქმით, ე.წ. მესაზღვრეები მათთან  საუბრებში აცხადებენ, რომ ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის საბოლოო თარიღად 4 მარტი გადაწყდა. ამიტომ ისინი მოსახლეობას აფრთხილებენ და ეუბნებიან, რომ ყველა საქმე დროულად მოაგვარონ, რადგანაც უკვე მარტის დასაწყისიდან  გავლას ვეღარ შეძლებენ.

“რუსებმა ადგილობრივებს უკვე გამოგვიცხადეს, რომ 4 სექტემბრიდან ოკუპირებულ გალში გამშვები პუნქტები დაიხურება. ვიცოდით რომ ეს პუნქტები უკვე იანვრის ბოლოს უნდა დახურულიყო, თუმცა უცნობია რატომ გადაიფიქრეს. ახლა კი გვითხრეს რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მარტის დასაწყისიდან გალში გამშვები ე.წ. პუნქტები გაუქმდება”-ამბობს “მეტრონომთან” ადგილობრივი ლამზირა გოგია.

ამჟამად, ოკუპირებული აფხაზეთის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი 4 ე.წ. გამშვები პუნქტი მოქმედებს. გასული წლის დასაწყისში, აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვარზე ორი გამშვები პუნქტი დახურა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....