aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

IAGJ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმას აკრიტიკებს და გაუარესებულ მედია გარემოზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია”, მსოფლიოს უმსხვილესი ჟურნალისტური გაერთიანების „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ (IFJ.ORG) წარმომადგენელი საქართველოში, მედია გარემოს და სიტყვის თავისუფლების დონის მკვეთრი გაუარესების საშიშროებას ხედავს. სატელევიზიო ბაზრის ახალმა გადანაწილებამ, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლამ, ათასამდე მედია მუშაკი სამსახურიდან გათავისუფლების საშიშროების წინაშე დააყენა. ცვლილებები შეეხოთ ტელეკომპანია GDS-ს, “იმედს”, “მაესტროს” და “საზოგადოებრივი არხს”, სადაც დაიხურა გადაცემები და სამუშაო კონტრაქტი შეუწყდათ ჟურნალისტებს.

სატელევიზოო ბაზარზე ცვლილებები, საპარლამენტო არჩევნებიდან 4 თვეში დაიწყო, რაც ამ ორი მოვლენის ურთიერთკავშირზე მიანიშნებს. ჟურნალისტები იმყოფებიან გაურკვევლობაში, ვინაიდან მათ, შრომითი ხელშეკრულებების გაგრძლებების შესახებ ინფორმაციას დამქირავებლები არ აწვდიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, სადაც მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილმა ახალმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თითქმის ყველა გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილება მან ტელევიზიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობით ახსნა.

“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციას”, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციებს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან აწარმოებს, მიაჩნია, რომ:

– „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ ახალი ხელმძღვანელობის მიერ დაანონსებული გეგმის განხორციელება არღვევს ჟურნალისტთა შრომით უფლებებს. ის ასევე ზიანს აყენებს მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს ქვეყანაში და საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას.

ახალი ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი გეგმა ტელევიზიის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ქმნის საშიშროებას, რომ ასობით ჟურნალისტი უმუშევარი დარჩეს ხოლო საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ მიიღოს რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ტელევიზიის ახალი გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, შესაძლოა ტელევიზიის ყველა პლატფორმაზე, 2018 წლამდე, შეჩერდეს 102 სატელევიზიო გადაცემა (საინფორმაციო გადაცემა მოამბის გარდა), რაც უხეშად არღვევს საზოგადოების უფლებას მიიღოს ინფორმაცია.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ მოუწოდებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს რადიკალური ნაბიჯებისგან და უზრუნველყოს, რომ რეფორმა ტელევიზიაში განხორციელდეს ეტაპობრივად, ჟურნალისტთა შრომითი უფლებების დაცვით. გათვალისინებული იყოს საზოგადოების ინტერესი, მიადევნოს თვალი იმ გადაცემებს, რომლის მიმართაც არსებობს რეალური ინტერესი.

ასოციაცია მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან. რადიკალური გადაწყვეტილებების აღსრულებამდე გაიაროს კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ ნებისმიერ დროს მზად არის  შეხვედრებისთვის ყველა მხარესთან მიმდინარე პროცესების ფარგლებში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს გამოსავალის მოძებნაში, რომელიც თითოეული ჟურნალისტის უფლებების დაცვისკენ იქნება მიმართული.

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოცოაცია“ (IAGJ).

 

იტვირთბა....