aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ხდება საპატრიარქოში: „ვის და რატომ სურს პატრიარქი სინოდის წევრებისგან იზოლირებული იყოს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„პატრიარქის დაცვის ქმედება, რომ უწმინდესი იზოლაციაში ამყოფოს, ძალიან საეჭვოდ მეჩვენება“

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის  დირექტორი არჩილ გამზარდია „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქს შესაძლოა იზოლაციაში მიზანმიმართულად ამყოფებენ. მისი თქმით, უწმინდესის დაცვის უფროსთან გარკვეული კითხვები არსებობს. მაგალითად, რატომ ცდილობს ის, რომ პატრიარქს სინოდის წევრებთნ კომუნიკაცია არ ჰქონდეს.

მისი აზრით, პატრიარქის გერმანიაში მოულოდნელი გამგზავრებაც კითხვებს აჩენს და საზოგადოებას ამით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„მეტრონომი“: თქვენ განაცხადეთ, რომ შესაძლოა პატრიარქს საფრთხე ემუქრებოდეს და მისი სამკურნალოდ გერმანიაში გამგზავრება გარკვეული სახის კითხვებს გიჩენთ. არსებობს თუ არა რეალური წყარო, რომელმაც პატრიარქთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგაწოდა?  

არჩილ გამზარდია: ბუნებრივია, რომ ასეთ განცხადებას მართლა სიზმარში ნანახის გამო არ გავაკეთებდი. არსებობენ გარკვეული ადამიანები, რომლებმაც ამის შესახებ ინფორმაცია მომაწოდეს. ძალიან მიჭირს ისეთი ფრაზების თქმა, რომელსაც დოკუმენტურად ვერ დავადასტურებ, მაგრამ ქვეყანაზე ყველაფერი ასე მარტივად ვერ დასტურდება. შეგვიძლია, ასე ვთქვათ, რომ მე უმოტივაციოდ არაფერს არ დავწერ. ამის საბაბი მაქვს, რადგანაც მსგავსი ტიპის ინფორმაცია მხოლოდ ჩემი მიგნება არ არის.

ბოლო დროს, პატრიარქის ირგვლივ და საერთოდ საპატრიარქოში, მოვლენები არც თუ კარგად ვითარდება. ზოგს გახმოვანების ეშინია, ძალიან ბევრი რამ იცის ხალხმა, მაგრამ გარკვეული საფრთხის გამო, ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ ინფორმაციის გასავრცელებლად როგორი ფორმა მომეძებნა, ამის შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

– გერმანიაში პატრიარქის სამკურნალოდ წაყვანაში საეჭვოს რას ხედავ?

-იმას ვხედავ, რომ მისი თბილისში მკურნალობის თუ საზღვარგარეთ წაყვანის თემაზე საზოგადოებაში კითხვები ჩნდება. არაერთხელ დაისვა კითხვა, რატომ არის მოწადინებული პატრიარქის გარემოს ნაწილი მისთვის ოპერაციის ჩატარებით, როდესაც ოპერაცია დიდი ალბათობით, შეიძლება ლეტალურად დასრულდეს? არადა მაქსიმალურად არის ზოგი მოწადინებული მას ოპერაცია ჩაუტარონ, ეს შეკითხვებს ბადებს…

ასევე დროში საეჭვოდ ემთხვევა მთელი რიგი ის უცნაურობები, რაც სინოდში ხდება და კაცმა არ იცის იქ ვინ ვის ებრძვის. ასევე ვხედავთ, რომ ზოგიერთი პირი პატრიარქის ადგილის დასაკავებლად ყველაფერს კადრულობს. ვინ არის ვისი ხელი ურევია ამ გაურკვევლობაში? საზოგადოებაში ეს შიში და ეჭვები უკვე არსებობს.

კიდევ უფრო რთულად არის სიტუაცია, როდესაც საპატრიარქოში მიმდინრე მოვლენებზე ხელს ხელისუფლებისკენ იშვერენ და პატრიარქის მთავარი დაცვის ირგვლივაც კითხვები გაჩნდა. ხომ არ ხდება მისი იზოლირება, ან ვის სურს რომ ის სინოდის წევრებისგან იზოლირებული იყოს. ეს კითხვები არსებობს და ამაზე პასუხი ვიღაცამ ხომ უნდა გაგვცეს?

– ფიქრობ რომ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლება და სუს-ის მაღალჩინოსნები არიან ჩართულები? პატრიარქის პირადი დაცვის შესახებაც იყო პრეტენზიები გამოთქმული…

– საპატრიარქოში რომ სიტუაცია ძალიან რთულად არის, ეს ერთი თვალის შეხედვითაც კარგად ჩანს. თუნდაც, ბორჯომის და ბაკურიანის მეუფის მამა სერაფიმე ჯოჯუას ირგვლივ  რაც ხდება, ბუნდოვანება და გაურკვევლობა, რა თქმა უნდა, კითხვებს აჩენს.

მეუფეს მიმართ კამპანია ძალიან მიზანმიმართულად დაიწყო. ეს არის კარგად გააზრებული და დაგეგმილი ქმედება, რომლითაც მეუფეს სახელის ლაფში ამოსვრა მიზანმიმართულად მიმდინარეობს. თუმცა ფაქტია, რომ ამის მტკიცებულება არ მაქვს.

რაც შეეხება პატრიარქის დაცვას, მისი ქმედება,  რომ უწმინდესი იზოლაციაში ამყოფოს ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. რატომ უნდა ხდებოდეს ისე, რომ სინოდის წევრები მასთან მისვლას და დალაპარაკებას ვერ ახერხებენ? რადგანაც ეს დაცვის უფროსს სურს და ამას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხსნის, ესეც კითხვებს აჩენს. ეს შეიძლება პატრიარქის იზოლაციას ემსახურებოდეს. ეკლესიის მეთაურის იზოლაცია ეს შემთხვევითი მოვლენა არ არის.

– გამორიცხავ, რომ დაცვის უფროსს სწორედაც ჰქონდეს გარკვეული სახის ინფორმაცია, რომ პატრიარქს შესაძლოა საფრთხე ემუქრება და მისი ქმედება ამით აიხსნება?

– რამდენად ჯდება ლოგიკაში, რომ უსაფრთხოების მექანიზმები ძლიერდება და ე.წ. უსაფრთხოებით მისი იზოლაცია ხდება. მეორე მხრივ, დაცვის სამსახურის კომპეტენციასა და უფლებებში რა შედის? რამდენად შეიძლება რომ სინოდის წევრებს დაცვის უფროსისგან უფლების აღება უწევს, რომ უწმინდესს შეხვდეს? ეს მე პირადად კითხვებს მიჩენს. ეს არის ერის ნაწილი და მას სასულიერო ცხოვრებაში ჩარევის უფლება არა აქვს. დაცვის სამსახურის პრეროგატივაა, რომ თუკი ასეთი ეჭვები არსებობს სპეცსამსახურებთან ითანამშრომლოს. მაშინ სახელმწიფომ ეს აგენტურული ქსელი უნდა გამოავლინოს.

– იქნებ თავად სახელმწიფოა დაინტერესებული, რომ საპატრიარქოში ეს აგენტურული ქსელი იყოს, მაშინ დაცვის უფროსმა რა უნდა ქნას?

– თუ ამით სახელმწიფოა დაინტერესებული, მაშინ მითუმეტეს, დაცვის სამსახური მათი წარმომადგენლობითი ორგანოა. ეს ურთიერთწინააღმდეგობაში მოდის, პატრიარქს დაცვის უფროსი საკუთარი თავისგან იცავს? თუ ამით რამის დამალვა სურს? მაშინ არ შეიძლება დაცვის სამსახურს ამხელა ნდობა გამოვუცხადოთ.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....