aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ გამოაგდო ბიძინა ივანიშვილმა ლაშა ნაცვლიშვილი კაბინეტიდან

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

 

ნიკა გვარამიამ დავით საყვარელიძის კომენტარის შემდეგ, რომ მეგობართან ერთად იყო ნაცვლიშვილთან შეხვედრაზე და თუ სურს მეგობარს, თავად იტყვის ვინაობას, უპასუხა:

„მე ვარ ის მეგობარი, რომელზეც დავით საყვარელიძე საუბრობდა”.

ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რომ  ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ფარული ჩანაწერების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონს ითხოვდა.

“ლაშა ნაცვლიშვილს კორუფციისა და მექრთამეობისთვის იჭერდნენ. ერთ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილთან ისეთ “კაიფში” მივიდა, რომ ივანიშვილმა გამოაგდო. ამის მერე გაიქცა საქართველოდან, ვითომ სამკურნალოდ წავიდა შვეიცარიაში, სადაც, სხვათაშორის, სახლიც აქვს და ჰკითხეთ, საიდან. როცა ის იძულებული გახდა საქართველოდან გაქცეულიყო, ვაჭრობა დაიწყო უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერებით”-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი და დავით საყვარელიძის თქმით, ლაშა ნაცვლიშვილმა მათ ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერები შესთავაზა რამდენიმე მილიონად, მაგრამ რადგან ფინანსები არ ჰქონდათ, ეს შეთავაზება ვერ მიიღეს.

 

 

 

იტვირთბა....