aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოქმედი გენერალური პროკურორი გაათავისუფლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

დინალდ ტრამპმა ამერიკის გენერალური პროკურორი, სალი იეიტსი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან ამერიკის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო გააკრიტიკა.

იეიტსის განცხადებით,  ქვეყანაში სხვადასხვა პირების შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით ტრამპის განკარგულების შესრულებას არ აპირებს.

თეთრი სახლის განცხადებით, ახალი გენერალური პროკურორი დანა ბოინტე გახდება, რომელიც მანამდე ვირჯინიის შტატის აღმოსავლეთ რაიონის პროკურატურას ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შვიდ ქვეყანას, სადაც მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს, ვიზის გაცემას მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უწყვეტავს.

საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია და იემენი. დოკუმენტის თანახმად, ტრამპი აგრეთვე აპირებს გასცეს ბრძანებულება, რომელიც იმ ადამიანების შემოწმების პროცესის გადახედვას ითვალისწინებს, რომლებსაც აშშ-ში ჩასვლის სურვილი აქვთ.

იტვირთბა....