aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„არსად მივსულვარ, არავინ მინახავს“: დეპუტატი რუსთაველზე მომხდარ ავარიასთან კავშირს უარყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსთაველზე მომხდარ ავარიაში მისი ძმისშვილი მონაწილეობდა უარყოფს.

დეპუტატი ექს-პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ბრალდებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც საჭესთან მჯდომი გიორგი ჯაფარიძე ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავია და მისი პატიმრობიდან  გათავისუფლება გაუსვლელობის ხელწერილით  სწორედ დეპუტატის დახმარებით მოხდა.

“ამ უბედური შემთხვევის შესახებ ტელეეთერიდან გავიგე. სისულელეა, რასაც ცოტნე გამსახურდია ამბობს. მე არსად მივსულვარ, არავინ მინახავს. თუ ცოტნეს აინტერესებს ბიოლოგიურად არის თუ არა ჩემი ნათესავი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, მე ძმა არ მყავს, არც ბაბუაჩემს ჰყავდა ძმა. ჩვენ არ ვართ ნათესავები, მხოლოდ მოგვარეები ვართ. თუმცა, მე ყველა ჯაფარიძეს ნათესავს ვეძახი. ყველაფრისგან პოლიტიკის გაკეთება, მით უმეტეს ასეთი უბედური შემთხვევა მოხდა, სამარცხვინოა“, – უთხრა „პირველს“ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგო დაიღუპა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის სოფო ბერიძე გარდაიცვალა.

იტვირთბა....