aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავარიის შედეგად თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსის მგზავრები დაშავდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მგზავრები დაშავდნენ. შემთხვევა სოფელ შროშასთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთმანეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრავი სამარშრუტო ტაქსი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა და რამდენიმე მგზავრმა დაზიანებები მიიღო, თუმცა შსს-ს ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულების საავადმყოფოში გადაყვანა მოხდა.

შსს-ში საქმეზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....