aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სპორტი

რატომ ვერ მოხვდა ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

სამწუხაროდ, არ გამართლდა ქართველი გულშემატკივრის იმედი – სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა “გოლდენ სტეიტის” ცენტრი ზაზა ფაჩულია.

შეგახსენებთ, რომ წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები “ყველა ვარსკვლავის” წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი – მედიისა და კალათბურთელების ხმების. დღეს გამოქვეყნებულ შედეგებში გულშემატკივრებთან ერთად, კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნა დათვლილი.

გულშემატკივართა

1 528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი – მეათეზე. საბოლოოდ, 6,5 ბალით ფაჩულია დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი კონფერენცია

კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.

 

დასავლეთი კონფერენცია

ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

“ოლ სტარის” მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ. შესაბამისად, კიდევ არსებობს ქართველი ცენტრის “ოლ სტარზე” მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს ზაზას უშუალო მწვრთნელი, “გოლდენ სტეიტის” თავკაცი სტივ კერი გაწვრთნის და ახლა მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი “ოლ სტარში”.

NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.

sportall.ge

იტვირთბა....