aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

კუდის მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გაათავსუფლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსამართლემ  ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ  რევაზ შიუკაშვილს, ირაკლი ყიფშიძეს და გიგლა შიოშვილს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში ედებოდათ ბრალი.  მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი ვადა 7 იანვარს ეწურებათ და ვინაიდან სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა, სასამართლომ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულები დღეს გაათავისუფლდნენ.

გათავისუფლება მხოლოდ ერთ ბრალდებულს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენიტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს არ შეეხო, რომელსაც მსჯავრი სხვა საქმეზე დაედო.

სახელმწიფო ბრალდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ექვს თანამშრომელს სამოხელეო დანაშაულის ჩადენას ედავება, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულთა პირადი შეურაცხყოფით.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სამართალდამცველებმა 2016 წლის აპრილში დააკავეს.

იტვირთბა....