aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მარინ ლე პენს შესაძლოა უკრაინაში შესვლა აეკრძალოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, შესაძლოა “ეროვნული ფრონტის” ლიდერს, მარინ ლე პენს უკრაინაში შესვლა აეკრძალოს. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აპარატის უფროსმა, ალექსანდრ ტკაჩუკმა გამოცემა Обозреватель-თან ინტერვიუში ისაუბრა. ამის მიზეზად კი ლე პენის ბოლოდროინდელი განცხადებები დაასახელა, რომლიც მან   ყირიმის რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით გააკეთა.

საფრანგეთის პარტია “ეროვნული ფრონტის” ლიდერმა, მარინ ლე პენმა სატელევიზიო არხ BFMTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთება და მთელი პროცედურა სრულიად ლეგიტიმურია, რადგანაც ყირიმი ისტორიულად რუსეთის საკუთრება იყო.

ამავე დროს, უკრაინელი მაღალჩინოსნის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არა მხოლოდ სპეცსამსახურებზეა დამოკიდებული, არამედ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროზე, რადგან საკითხი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეხება.

“აბსოლუტურად არ მიმაჩნია, რომ ეს უკანონო ანექსია იყო: რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ყირიმის მოქალაქეებმა აჩვენეს, რომ მათ რუსეთთან მიერთება სურთ”, – განაცხადა ლე პენმა.

 

იტვირთბა....