aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო კრიმინალი მთავარი მსოფლიო

ბერლინის ტერაქტის ტრაილერი ტაქსის მძღოლმა ვიდეოზე დააფიქსირა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

სააგენტო reuters-ი ბერლინის საშობაო ბაზრობაზე 19-ტონიანი სატვირთო ავტომობილის შევარდნის ამსახველ ექსკლუზიურ ვიდეო მასალას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვიდეო ტაქსის მძღოლმა გადაიღო, რომელიც მგზავრებს საშობაო ბაზრობასთან ელოდებოდა.

მანქანაში 24 წლის ტუნისელი ეჭვმიტანილის ანის ამრის ანაბეჭდებია აღმოჩენილი. უკვე მეოთხე დღეა მასზე გერმანიის პოლიციას ძებნა აქვს გამოცხადებული. თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გუშინ ბერლინის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დაუდგენელი შეკვრა აღმოაჩინეს, რის გამოც ტერიტორია პოლიციამ გადაკეტა, თუმცა საფრთხე არ დადასტურდა. გაძლიერებული შემოწმებაა გერმანია-საფრანგეთის საზღვარზე. პოლიციამ ძებნა გუშინ ბერლინის მეჩეთშიც ჩაატარა.

https://www.youtube.com/watch?v=N5nvhAKX7Ec

 

იტვირთბა....