aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Georgian Airways მომავალ წელს საავიაციო ბაზარზე ავიაბილეთებზე ფასების ზრდას ვარაუდობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

Georgian Airways ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი მომავალ წელს ავიაბილეთებზე ფასების ზრდას ვარაუდობს. როგორც დავითაშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, მომავალ წელს საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდის გამო, გაძვირდება საავიაციო საწვავიც, რაც ფასების მატებას გამოიწვევს.

მისი განმარტებით, ავიაბილეთის ფასში საწვავის კომპონენტი 70%-ს შეადგენს და ბენზინის გაძვირება აისახება ავიაბილეთის ფასებზეც.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ავიაკომპანიის მმართველი ავიაბილეთების გაძვირებას ელოდება მგზავრთა მოსაკრებლის ზრდაა. მისი ინფორმაციით, პირველი მარტიდან მგზავრზე 22 დოლარიდან 24 დოლარამდე იზრდება.

“იმის გამო, რომ მუდმივად ასეთი სიურპრიზები გვხვდება, ძალიან ძნელია გრძელვადიანი გეგმის შემუშავება კომპანიისთვის. ამიტომ არის, რომ ავიაკომპანია ბოლო 10 წელია თავის გადარჩენაზე მუშაობს. თუმცა, იმედს არ ვკარგავთ, ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ. ვაპირებთ ახალი ავიარეისების, ახალი მიმართულების დამატებას, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება განვითარებაში ხელი შეგვიწყოს”,- აცხადებს გივი დავითაშვილი.

წყარო: “ბიზნესკონტაქტი”

იტვირთბა....