aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ქურდებმა მინა ჩაამტვრიეს: “ენერგო-პრო ჯორჯიას” ოფისი გაქურდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” სერვის-ცენტრის ოფისი გაქურდეს.

სავარაუდოდ ქურდობა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. დამნაშავეებმა ოფისის მინა ჩაამტვრიეს და შენობაში ისე შეაღწიეს. ქურდობის ფაქტი ოფისში დილით მისულმა დამლაგებელმა აღმოაჩინა და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ოფისიდან სეიფი, კომპიუტერი და პრინტერია წაღებული. კომპანიის თანამშრომელის განცხადებით, სეიფში მხოლოდ დოკუმენტაცია ინახებოდა და ფული არ იყო. შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იტვირთბა....