aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ტაქსი უფასოდ: “ასე მიმყავს ხალხი, დგანან ყინვისგან გაძუძგულები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რა არ გადაგხდება შენს ქალაქში
ვდგავართ. ყინავს. მარშრუტკა არ ჩანს.
– ხომ არ მოდიხართ, წაგიყვანთ უ-ფა-სოდ, დინამო-წერეთელი-დიდუბე-დიღომი, – ხმამაღლა იძახის დედაჩემის ტოლი ქალი.
– მიდი, გოგო, ხომ მიდიხარ, – მეუბნება მეგობარი და მეც ვჯდები მძღოლის უკან.
– ერთი კვირაა კბილის ექიმთან დავდივარ, ასე მიმყავს ხალხი. დგანან ყინვისგან გაძუძგულები, მარა კი არ მისხდებიან. რატომ უნდა ვიმგზავრო მარტო დიღმამდე?! გაჩვენო ახლა როგორ ეშინიათ ადამიანის? დინამო-წერეთელი-დიდუბე უ-ფა-სოდ წაგიყვანთ, უ-ფა-სოდ! – გადაყო თავი ქალმა.
გასუსულები დგანან გაჩერებაზე.
– აა, ხომ გითხარი! ვგავარ საშიშს? – მეკითხება გაკვირვებული ქალი, თავზე ბერეტით.
“სად ჩავჯექი, რა მინდოდა, ვინაა?” – ვფიქრობ მე.
სადღაც მეხუთე გაჩერებასთან ქალი ჩაგვიჯდა.
– ნინო მქვია, ქალბატონო. რა კარგია, რომ არ შეგეშინდათ. დღეს უკვე ათი მადლობა მაქვს. მადლობა რა არის, მაგრამ კარგი აურით მავსებს. ეშინიათ ამ ქალაქში ადამიანის..
– ან უკვირთ… -ამატებს ასაკოვანი ქალი.
– მხოლოდ ამ გოგომ გაბედა,-ამბობს მძღოლი.
– მე გიცანით. მაღაზია მქონდა და ნაყინი მოგქონდა ჩემთან… ციური, აბა, გაიხსენე, ციური!
– ციურიი! მიცანი, ხო? – მომიბრუნდა, – მე ვარ პირველი დისტრიბუტორი ქალი, პირველი! დღეს მერამდენე ნაცნობს გადავეყარე….

ერთი-სამი გაჩერების შემდეგ ნაზიკო ჩაგვიჯდა. ნუნუ მასწავლებლის შვილი ხარ, გიცანიო… მერე გურამ მასწავლებელი გაიხსენეს, მერე დირექტორი, რომელმაც გურამ მასწავლებელი გააგდო და კი ჩაძაღლდა ამის გამო.
– ახლა დასუფთავებაში ვმუშაობ. შემთხვევით გადავაწყდი მის საფლავს. როგორ უხაროდა, მძლეოსნობაზე რომ დავდიოდი. ეგ იყო მამა, ყველას მამა, – ამბობს ჩვენი მძღოლი. – მაგის სიყვარულით ახლა მის შვილს ვეფერები…
– გაჩვენოთ ახლა, როგორ ეშინიათ ადამიანის? ხომ ასე სცივათ, არავინ ჩაჯდება მანქანაში. – და დაიწყო, – დიდუბე-დიღომი, ერთი კაცი, უ-ფა-სოდ, უ-ფა-სოდ!… აი,ხომ გითხარი, ნაზიკო!
მე ჩამოვედი. იმათ გააგრძელეს გზა. მეთერთმეტე მადლობა ვიყავი.
ნინო ეტყოდა იმ ქალებს: მიკვირს, ამ გოგოს არ ეშინია ადამიანების.

mshoblebi.ge

იტვირთბა....