ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა“: ადვოკატი დოკუმენტაციას ითხოვს

კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის მაია რჩეულის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ ჩაფიძის გულის ცენტრში განცხადება შეიტანა, რითიც კლინიკისგან რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას ითხოვს:

 

„მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სავალალოა და მისი დაბრუნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კატეგორიულად გამორიცხულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მძიმე შედეგი მივიღოთ. ამიტომ, დღეს გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია და ვთხოვეთ, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩაგვაბარონ“, – განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლი და ხელმძღვანელი მკურნალობას კვლავ სამოქალაქო საავადმყოფოში განაგრძობს.

 

„ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდში ბრალდებული, კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გასულ კვირას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

იტვირთბა....