aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი

დავით კიკალიშვილი „რუსთავი 2“-ს ტოვებს: ვინ შეცვლის ცნობილ ჟურნალისტს

aviabiletebi
ავიაბილეთები

20-წლიანი უცვლელი წამყვანის შემდეგ გადაცემა “პოსტსკრიპტუმს” პირდაპირ ეთერში ახალი სატელევიზიო სეზონიდან ჟურნალისტი გიორგი გაბუნია წარადგენს. დავით კიკალიშვილი საცხოვრებლად უცხოეთში მიემგზავრება.

„პირადი ხასიათის მიზეზის გამო მე „პოსტსკრიპტუმის“ ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა რადგანაც 20 წელზე მეტია მე და თქვენ, „რუსთავი 2-ის“ არხზე, კვირას, საღამოს 9:00 საათზე „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში ვხვდებით. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაგხვდა თავს და ვგონებ ძალიან დაგვაახლოვა. ვერ ვიტყვი რომ ყოველთვის ვამართლებდი თქვენს მოლოდინებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი კარგიც იყო ამ 20-წლიან მეგობრობაში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებსა და კოლეგებს, ვერც კი ვანსხვავებ მათ ერთმანეთისაგან, მათ ვინც დიდი თმენითა და სიყვარულით გვერდში მედგა ამ დროის განმავლობაში, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თქვენ ხართ – „პოსტსკრიპტუმის“ მაყურებელი! თქვენი ერთგულებისა და ყურადღების გარეშე „პოსტსკრიპტუმის“ ისტორია ვერ შედგებოდა. ამისათვის კი უღრმესი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ ეს მეგობრობა გაგრძელდება რადგანაც ამ გადაცემაზე ნიჭიერი და თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალები მუშაობენ. ჩემს ადგილს კი ამ სტუდიაში გიორგი გაბუნია დაიკავებს,”- უთხრა მაყურებელს დავით კიკალიშვილმა.

იტვირთბა....