aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ არის საჭირო მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

არ არის საჭირო მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება, სამწუხაროდ ამას ხშირად ვაწყდებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რომლის მიხედვითაც თელავის საბავშვო ბაღებში, ბავშვების საკვები რაციონიდან ამოიღეს მნიშვნელოვანი პოდუქტები. პრემიერის შეფასებით, თუ ვინმემ ხარჯების ოპტიმიზაცია ასე გაიგო, ეს დანაშაულია და ამის გამო საჯარო მოხელე თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხარჯების ოპტიმიზაცია შესაძლებელია ბევრი სხვა მიმართულებით და საქართველოს ისე არ უჭირს რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს. ამასთან მისი თქმით ხარჯების 10%-ით ოპტიმიზაცია ავტომატურად არ ნიშნავს თანამშრომლებისთვის ხელფასების 10%-ით შემცირებას ან უწყებიდან თანამშრომლების 10%-ის გათავისუფლებას, თუმაც პრემიერმა აღნიშნა რომ გარკვეული მიმართულებებით მთავრობას კადრების ოპტიმიზაცია აუცილებლად მოუწევს.

იტვირთბა....