aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სვეტიცხოვლის, ჯვრისა და სამთავროს მონასტრებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სვეტიცხოვლის, ჯვრისა და სამთავროს მონასტრებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის შემდეგ, გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭა, – ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს სტატუსი შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ავალდებულებს საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყონ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა.

გადაწყვეტილება მცხეთის ისტორიული ძეგლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის კომიტეტის წევრი ქვეყნების მე-11 სხდომაზე მიიღეს. გაძლიერებული დაცვის სტატუსი მსოფლიოში აქამდე მხოლოდ ათ ობიექტს ჰქონდა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე ავტომატურად იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ამ სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვა. მსოფლიოში მხოლოდ 10 ძეგლს ქონდა ასეთი სტატუსი და დღეიდან მცხეთა მეთერთმეტეა,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

იტვირთბა....