aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელფასები მერიის თანამშრომლებისთვისაც შემცირდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება გათვალისწინებულია 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საკრებულოს გადაეგზავნება.

მერის თქმით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია 10%-იანი შემცირება, რაც გამოიწვევს სახელფასო ფონდის შემცირებასაც.

„ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელსაც წარვადგენთ უკვე ითვალისწინებს 10% შემცირებას ადმინისრაციული ხარჯებისას, ხარჯები ჩვენ უკვე შევამცირეთ, მაგრამ დამატებით შემცირდა ისევ, ასევე ბიუჯეტი ითვალისწინებს შრომის ანაზრაურების 10 პროცენტიან შემცირებასაც”. – განაცხადა დავით ნარმანიამ.

იტვირთბა....