aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში შიდსით 663 ადამიანი დაინფიცირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში შიდსით 663 ადამიანი დაინფიცირდა ახალი შემთხვევა დაინფიცირდა. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა:

 

„სულ საქართველოში აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა 6065-ს აღწევს, რომელთა შორის, 4508 – მამაკაცი, 1557კი ქალია. შიდსი განუვითარდა 3399 პაციენტს, 1201 გარდაიცვალა.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.

მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.“ – იტყობინება  ცენტრი.

 

იტვირთბა....