aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილმა კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. განკარგულებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
”საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი”, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში პრეზიდენტი ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ორი დღის ვადაში ნიშნავს საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს.
შეგახსენებთ, 110-ხმით, 19-ის წინააღმდეგ პარლამენტმა გიორგი კვირიკაშვილის მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

იტვირთბა....