aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიდი ოდენობის ბრილიანტი საზღვარზე: ორი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, 2016 წლის 23 ნოემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტი, ,,წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საფულესა და  ტანსაცმელზე სპეციალურად მოწყობილი სამალავში აღმოაჩნდათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, 557 ერთეული ბრილიანტის თვალი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ბრილიანტის ქვები ამოღებულია  ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.

იტვირთბა....