aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა: დეპუტატების უფლებამოსილება ცნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მთავრობის წევრები ასრულებენ მთავრობის წევრების მოვალეობას”, – ამის შესახებ  პრეზიდენტის მრჩეველმა ანა დოლიძემ განაცხადა.

„გარდამავალ პერიოდში, სანამ მოხდება ახალი მთავრობის დაკომპლექტება, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მთავრობის წევრები ასრულებენ მთავრობის წევრების მოვალეობას.

როდესაც მოხდება ახალი პრემიერის წარმოდგენა და ახალი მთავრობის დაკომპლექტება, რა თქმა უნდა, აღარ გვეყოლება მოვალეობის შემსრულებელი და გვეყოლებიან მთავრობის წევრები“, – განაცხადა დოლიძემ.

პარლამენტმა 150-ივე ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნო. კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება უწყდება. ძველ მთავრობას ახლის არჩევამდე დროებით მოვალეობის შესრულება ეკისრება, რაზეც შესაბამის სამართლებრივ აქტს პრეზიდენტი გამოსცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები პარლამენტში მომავალი კვირიდან დაიწყება. კერძოდ, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 5-დღის ვადაში პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, ხოლო პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7-დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

როგორც ცნობილია, ”ქართული ოცნება” მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული ვადების ბოლომდე გამოყენებას არ აპირებს. მმართველი პარტია გეგმავს, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალ კვირას განიხილოს და მხარი დაუჭიროს.

 

იტვირთბა....