aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერაყში მომხდარ ტერაქტს 21 ადამიანი ესმხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერაყში თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. BBC-ის ინფორმაციით, აფეთქებები ქალაქ ტიკრიტსა და სამარაში მოხდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა.

ტიკრიტში სასწრაფო დახმარების დანაღმული მანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, სამარაში კი თავდამსხმელის სამიზნე მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია და შიიტი მომლოცველები გახდნენ. აფეთქებას აქ 8 ადამიანი ემსხვერპლა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

იტვირთბა....