aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის ვიცე პრეზიდნეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ტელეფონით ესაუბრა. შესაბამის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს დემოკრატიული ხელმძღვანელობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა დაგმო რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება გაერთიანებული შეარაღებული ძალების შექმნის შესახებ.

“ლიდერები შეთანხმდნენ, რომ “ქართული ოცნების უმრავლესობა” არის დიდი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ახალი რეფორმებისთვის. ვიცეპრეზიდენტმა მოუწოდა პრემიერ-მინისტრს არჩევნების შედეგები გამოიყენოს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებისთვის, რაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს”. – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბარი ჯო ბაიდენსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის, გუშინ 4 ნოემბერს შედგა.

 

იტვირთბა....