aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მნიშვნელოვანია, მეორე ტურში პოლიციამ ყურადღება მიაქციოს განსაკუთრებით იმ ოლქებს, სადაც კანდიდატებს პროცენტულად თითქმის თანაბარი მხარდაჭერა აქვთ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აღნიშნავს, რომ  მიუხედავად იმისა, რომ მარნეულში პოლიციამ ეფექტურად იმოქმედა, ზუგდიდში უბნის დარბევას ხელი არ შეუშალეს ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა :

”ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე ტურში პოლიციამ ყურადღება მიაქციოს განსაკუთრებით იმ ოლქებს, სადაც კანდიდატებს პროცენტულად თითქმის თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. აქ შესაძლებელია იყოს საარჩევნო უბნებს გარეთ დაპირისპირება და ძალიან მნიშვნელოვანია ამის პრევენცია. თუ ფაქტი დადგა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არ იყოს შერჩევითი მიდგომები, ასეთ ფაქტებთან მიმართებაში და პოლიციამ ერთგვაროვნად და ეფექტურად იმოქმედოს იმისთვის, რომ აღკვეთოს ძალადობა”, – განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა მოუწოდონ თავიანთ აქტივისტებს, არჩევნების დღეს არ მოახდინონ დაძაბულობის პროვოცირება.

იტვირთბა....