aviabiletebi
ბლოგები საზოგადოება

მეცხრე სიცოცხლე

aviabiletebi
ავიაბილეთები

და აი მორიგი!.. განშორებით, უდიდესი ტკივილით, აუწერელ სიხარულს მოვიგებ, სულს ვასუნთქებ, ღმერთს ვაცოცხლებსინდისს შუბლზე მოვირგებდა სახით მისითცრემლით!..მიწას დავნამავ, ხეს ვემთხვევიდა მუხლს მოვიდრეკ… “

ფეხის გაშეშებამ ღიმილი გამოიწვია. გამეღიმა, მიმიკის გარეშე… შიგნით გამეღიმა. ზამთარი მოახლოვებულა, გავიფიქრე და გამეცინა… შიგნით გამეცინა. ყოველთვის ვვარაუდობდი, რომ ფეხიც და გონებაც სადღაც ამ პერიოდისთვის გამიშეშდებოდა… და გამიშეშდა. ფეხიც და გონებაც გამიშეშდა… მარჯვენა ფეხი და სრული გონება.

რვა სიცოცხლეს დავცინე, მეცხრე მე დამცინის, იცის რომ ბოლოა… არა, არ დამცინის, ჩემგან განსხვავებით არ დამცინის, მიცინის… და სირცხვილისგან თვალს ვერ ვუსწორებ, თავს ვხრი და გაშეშებულ ფეხს ვათვალიერებ. ვიცოდი, რომ მეცხრე სადღაც აქ წამომეწეოდა, ვიცოდი! ყველა და ყველაფერი ჩამომაშორა და დღე და ღამე წინ მიზის… მდარაჯობს. მუსიკა დამიტოვა, ბურთად დამიმრგვალა და ყელში ჩამჩარა. არა, ვიცოდი, რომ აქ მელოდა, მაგრამ წინასწარ ცოდნა, მოლოდინი და ადგილზე ყოფნა ერთმანეთისგან თურმე ძალიან განსხვავდება. თავიდან მინდა დავიწყო… მეხუთედან მაინც. ისე ნათლად დამანახა მთელი მოზაიკა და მისი დალაგება-აწყობის თანმიმდევრობა, რომ ძნელია ეჭვის იმაში შეტანა, რომ რაც, სად და როდესაც უნდა მომხდარიყო, ყველაფერი იქ და ზუსტად იმ დროს მოხდა.
ვწევარ და განვლილ რვა სიცოცხლეს ვათვალიერებ… ვათვალიერებ და შევციცინებ… მიუხედავად უამრავი შეცდომისა, სინათლე რვავეშივე ჭარბად იგრძნობა… მეცხრეც სინათლით იყო სავსე და ბოლო მუქი შტრიხებიც სინათლედ გარდაიქმნება, ვიცი… ვიცი, რომ ტანზე ეკლების გამომზეურების და მიუხედავად თავში მაინც ყვავილი ხარობს და არ მწყინს, როცა მეცხრე სიცოცხლის თანამგზავრებმა ეკალი, მონსტრი მიწოდეს… არ მწყინს იმიტომ, რომ ფეხი მაქვს გაშეშებული, გონება მაქვს გაშეშებული, ოღონდ მუსიკით სავსე და ვიცი, რომ – რა, სად და როდესაც უნდა მომხდარიყო, ყველაფერი იქ და ზუსტად იმ დროს მოხდა.
გუშინ კაკლის ხისგან ადამიანური ხმები მოვისმინე… უფრო სწორად ნაფიქრი მოვისმინე… არა, მე არ მომისმენია, ბოლო სიცოცხლემ, მეცხრემ მოისმინა და მომიყვა… არცერთი ხე და არცერთი ყვავილი, არცერთი ჩიტი და ღრუბლის არცერთი ქულა არ ყოფილა ჩემით უკმაყოფილო და ჩემზე ნაწყენი… გადმომცეს, რომ დაღვრემილი არ ვიყო, გადმომცეს, რომ ხმელი ტოტი არ შევახო გაშეშებულ ფეხს და გონებას… გადმომცეს, რომ რაც, სად და როდესაც უნდა მომხდარიყო, ყველაფერი იქ და ზუსტად იმ დროს მოხდა. ეს მეც ვიცოდი, მაგრამ გამიხარდა, რომ ხეების აზრი ჩემსას დაემთხვა. მივიდე მინდა ახლოს, მაგრამ ფეხი არ მიშვებს… გონებას გავუშვებ და მუსიკას მოვასმენინებ.
სინანული? კი… რაღაცა ვერ მოვასწარი… უფრო მეტი მივიღე, ვიდრე გავეცი… ამაზე უფრო წვნიანი და მძიმე სინანული სხვა არ არსებობს! გაშეშებული ფეხით და გონებით მეცხრე სიცოცხლეში კი ამის გამოსწორება უკვე გვიანია. აქ ერთი რაც გავაკეთე, თანამგზავრებს ეკლები ვანახე და საკუთარ ნაჭუჭში შევიმალე. მერე ფეხი გამიშეშდა, მერე გონება… მუსიკას ავუწიე, თვალები დავხუჭე და არავისი აღარ მესმის, ვერავის ვეღარ ვხედავ… ვლივლივებ იქ, საიდანაც ადრე თუ გვიან ასაფრენი ბილიკი იშლება ხოლმე.

 

ფეხის გაშეშებამ ღიმილი გამოიწვია. გამეღიმა, მიმიკის გარეშე… შიგნით გამეღიმა. ზამთარი მოახლოვებულა, გავიფიქრე და გამეცინა… შიგნით გამეცინა. ყოველთვის ვვარაუდობდი, რომ ფეხიც და გონებაც სადღაც ამ პერიოდისთვის გამიშეშდებოდა… და გამიშეშდა. ფეხიც და გონებაც გამიშეშდა… მარჯვენა ფეხი და სრული გონება…

 

ვასო შონია

იტვირთბა....