aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

დედამიწის მოსახლეობის 92% დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ახალ ანგარიშში  ნათქვამია, რომ პლანეტის 10-დან 9 მაცხოვრებელი ცხოვრობს იქ, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონეა.

ყველაზე ცუდი მდგომარეობა ამ მხრივ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთში, მალაიზიასა და ვიეტნამშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, დედამიწაზე ადამიანის გარდაცვალების ყოველი მეცხრე ფაქტი სწორედ ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. ექსპერტების შეფასებით, 2012 წელს, ჰაერის დაბინძურება 3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. განსაკუთრებით მძაფრად ეს პრობლემა ღარიბ ქვეყნებში დგას.

 

იტვირთბა....