aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თუ უკრაინა დაპირებულ რეფორმებს არ გაატარებს, შესაძლოა რუსეთს სანქციები მოეხსნას

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინამ უნდა შეასრულოს დაპირებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ ვიცით, რომ თუკი ისინი ევროკავშირს საბაბს მისცემენ, არსებობს სულ მცირე ხუთი ქვეყანა, რომელიც მზად არის, ახლავე თქვას: “ჩვენ აღარ გვსურს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობა”. – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე, ის ყოველ კვირას ორი-სამი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა ტელეფონით უკრაინის ხელმძღვანელობას და მას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებდა.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს შეხვდა და განაცხადა, რომ აშშ მზად არის, უკრაინას რეფორმებისთვის ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყოს.

იტვირთბა....