aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ЕДИНАЯ РОССИЯ”-ს მეშვიდე მოწვევის დუმაში 343 დეპუტატი ეყოლება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ЕДИНАЯ РОССИЯ”  რუსეთის სახელმწიფო დუმაში 450 ადგილიდან  343-ს მიიღებს. BBC-ის ინფორმაციით მმართველმა პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატაში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

რუსეთის პრეზიდენტის,  ვლადიმერ პუტინის განცხადებით კი მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში, ძალიან კარგი შედეგი მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა რუსეთის კომუნისტური პარტია, რომელსაც ამომრჩეველთა 13, 45 პროცენტმა დაუჭირა მხარი. კომუნისტები დუმაში 42 მანდატს მიიღებენ. მესამე ადგილზე ლიბერალ-დემოკრატიული პარტია (13,24%) გავიდა. “სპრავედლივაია რასიას” (6,17) პარლამენტში 23 დეპუტატი ეყოლება.

დანარჩენმა პარტიებმა ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. სულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ პუტინი 17 წელია რაც რუსეთის ხელისუფლებაშია. ამ წლების განმავლობაში ის იყო პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

იტვირთბა....