aviabiletebi
ახალი ამბები

საზოგადოება „ჰეროკრატიაზე“: „ამ ფილმის შემქმნელებიც ისეთივე დამნაშვეები არიან, როგორც მათი გმირები“

aviabiletebi
ავიაბილეთები

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული სერიალი „ჰეროკრატია“ გავიდა. ავტორის განცხადებით ფილმი 9+1, წინა ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის პერიოდს ეხება.

რას ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული ფილმის ეთერში გაშვება და რა რეაქცია აქვს მოსახლეობას აღნიშნულ საკითხზე, “მეტრონომი“ სოციალურ ქსელში საზოგადოების რეაქციებს გთავაზობთ.

სოციალურ ქსელში „ჰეროკრატიის“ შემქმნელები თავადაც დაინტერესდნენ რეაქციით, ამ მიზნით მათ კითხვაც დაუსვეს „ფეისბუქის“ მომხმარებლებს შემდეგი ფორმულირებით: „ნახეთ პირველი სერია? რას ფიქრობთ? ესენი უნდა დაბრუნდნენ?!“.

„არც ისინი უნდა დაბრუნდნენ და არც ესენი უნდა დარჩნენ, ესაა სიმართლე, თუ გაინტერესებთ“

„ამ ფილმის შემქმნელებიც ისეთივე დამნაშვეები არიან, როგორც მათი გმირები“

„სუსტები და ლაჩრები ხართ ქართველი მამრები! კაცი, რომელიც ასეთ რამეს გადაიღებს და საზოგადოდ გამოიტანს, ის მტერია მომავალი თაობის, ახალგაზრდების, მოხუცების და პროგრესის. ამას რო ნახავს ბავშვი, მოზარდი ეს ხო შოკური თერაპია? ციხეს იმიტომ ქვია ციხე, და იმიტომ აქვს 4 კედელი და იმიტომ არიან შიგნით (დამნაშავენი თუ უდანაშაულონი) რო არ მიაყენონ ზიანი და ზარალი გარეთ მყოფებს და შენ რას შვრები წვერებიანო?! ციხეში აბა რა იქნება სხვა? ლატე მაკიატოს მიართმევენ პატიმრებს?! (რა თქმა უნდა, მე არ ვიცი შიგნით ვინ რა ტანჯვა გადაიტანა და შესაძლოა ზედმეტიც მოუვიდათ იმათ ) მაგრამ, რა დანიშნულება აქვს ამას ჩვენთვის, ახალგაზრდობისთვის, რატო გვაჩვენებ ამას? იმიტომ რომ “აი რა ცუდი ბიძიები არიან, არ აირჩიოთ” ესენიო?! დ სხვა გზა ვერ ნახეთ? უკეთესი საქმეებით დაგემტკიცებინათ! მაგრამ ქათმები ხართ! ახლა მაინტერესებს, მსგავსი რამ არ ხდება? თუ ეხლა კოცნით და ეხვევით პატიმრებს?! პირიქტით, უფრო შემოვხაზავ 5-ს“

„ამ ფილმით იქნებ ის ტვინგაწყალებული ადამიანები გამოფხიზლდნენ, ვისაც ჯერ კიდევ 5-იანის  შემოხაზვა  სურს“

„ძალიან დიდი ტკივილია ჩემთვის თითოეული ის ფაქტი, რაც კი ამ ფილმშია აღწერილი, მაგრამ  ვიღაცის უბედურების გადაღება და გამოქვეყნება იმის გამო, რომ არჩევნებია და როგორმე ხალხზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ, არ არის სწორი. ფილმის ყურების დროს მეტირება, მაგრამ ულს ცალკე ის ფაქტი მიკლავდა, რომ ეს ილმი არ იყო იმისთვის გადაღებული, რომ მათაც სტკივათ ის, რაც იმ ხალხმა გამოიარა, არამედ  იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ. კარგით, რა, წარმომიდგენია თითოეული პატიმრის ტკივილი, როცა ამ კადრებსუყურებენ სადღაც თავიანთ გამოვლილს დაინახავენ და გაახსენდებათ მწარე და მტკივნეული წარსული. ამითიმ პატირმების ჭრლობას მარილი მოაყარეს და წიხლი დააჭირეს. მართლაც სამწუხარო და სატირალია, მაგრამ თვითონ დღევანდელი მთავრობაც არაა გამონაკლისი. ერთიც და მეორეც ერთმანეთზე უარესები არიან და არცერთს აიმტერესებს ხალხის აზრი და ხალხის ტკივილი, თავიანთ ჯიბეებზე ფიქრობენ ისინიც და ესენიც“

„კარგად არის ნაჩვენები ყველაფერი, რაც იმ დროს ხდებოდა ციხეებში. მართლაც ზუსტად მასე იყო“

„წინა არჩევნებზე კადრები გაავრცელეს, ამ არჩევნებზე ფილმები გადაიღეს. შემდეგზე კლიპს ველოდები და არ დამაღალატოთ“

„საშინელი სანახავია, რადგანაც ვიცი, რომ რეალურ ფაქტებზეა აგებული“

„ძალიან კარგი გდაღებულია, ძალიან იმოქმედა, ყველა უნდა დაისაჯოს სათანადოდ“

„მძიმე, მაგრამ ძალიან მაგარი ფილმი ჩანს. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ავადმყოფების დაბრუნებისგან. სამწუხაროდ ბევრი არსად წასულა და თითოეული მათგანი უკან უნდა მივაყოლოთ და თუ რაღაც სასწაული მოხდა და დაბრუნდნენ(რაც პრაქტიკულად შეუძლებელია), მაშინ მაართლა მეტის ღირსი ვყოფილვრთ“

„თვითონ ფილმი მართლაც კარგია, ციხეში როგორც ვიცი მართლაც იყო დაფიქსირებული ესეთი ფაქტები, მაგრამ ვერ ვხვდები მთავრობა რა შუაშია. რა დარწმუნებულები ხართ, რომ ახლა არ ხდება? ხო სულ სააკაშვილის ჭკუაზე დადიოდნენ რაა, არავის ვამართლებ, მაგრამ ნეტავ რომელი მთავრობაა ჩვენთვის. ყველა თავის ჯიბეზე ზრუნავს“

 

იტვირთბა....