aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაინდრავას ფილმის მთავარი გმირი სკანდალურ დეტალებს იხსენებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გადაცემა „ღია ეთერში“ რეჟისორ გოგა ხაინდრავას მრავალსერიან ფილმ „ჰეროკრატიას“ პირველი ეპიზოდის ერთ-ერთი გმირი, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ყოფილი პატიმარი, ალექსანდრე ახალკაცი საუბრისას იხსენებს, თუ რატომ მოხვდა საპატიმროში და როგორ აწამებდნენ მას და სხვა პატიმრებს:

„ჩემი ისტორია დაიწყო მაშინ, როცა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მოვხვდი, ეს იყო 2006 წელი. მე ჩავირიცხე საერთაშორისო ურთიერთობებზე 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით. არაფერი გამიკეთებია, იმის გარდა რომ მესწავლა სხვა ახალგაზდრების მსგავსად. იქ აღვმოვჩნდი აბსოლუტურად სხვა რეალობაში, სადაც მაშინდელი უნივერსიტეტის თვითმმართველობა, პირდაპირ გეტყვით, იყო ზონდერ ბრიგადა. ეს იყო „ნაციონალების“ მიერ ხელდასმული ჯგუფი, რომლებიც სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მე როგორც 18 წლის ახალგაზრდას, ჯანსაღად მოაზროვნეს არ შემეძლო, ამ ყველაფერზე თვალი დამეხუჭა. ჩემი მეგობრები, თანატოლები, რომლებიც განსხვავებული აზრის, პროტესტის გამო იჩაგრებოდნენ. თვითმმართველობის წარმომადგენელი 10 ლარს აძლევდა მათ, რომ წასულიყვნენ და აქციაზე „მიშა, მიშა“ ეყვირათ, არ მიდიოდნენ და ამის გამო კაბინეტში შეყავდათ და სცემდენენ, ეს იყო საშინელება. ამ ყველაფერზე ჩვენ ხმა ამოვიღეთ. მაშინ „რეაქცია“ სწორედ ამ სტუდიიდან გადიოდა და ძალიან ხშირი სტუმრები ვიყავით გადაცემის, სადაც ყველაფერზე ხმამაღლა ვლაპარაკობდით. 2007 წელს გიორგი ავალიანი იყო თვითმმართველობის პრეზიდენტი, დაპირისპირება გვქონდა დათო კირკიტაძესთან მის ნათესავთან, მოკლედ ვუპირისპირდებოდით „ნაციონალებს“. ამ ყველაფრის გამო, ძარცვის ბრლადებით საპატირმროში აღვმოვჩნდი, რომ თითქოს გოგონას მობილური ტელეფონი წავართვი. ამ საქმეში აბსურდი იყო ის და ფილმშიც მშვენივრად ყველაფერი ნაჩვენები, რომ იმ დღეს როდესაც თქვეს, გოგონას ტელეფონი წავართვი, წავიღე და გავყიდე, სწორედ იმ დროს მარჯანიშვილის თეატრში, წლის საუკეთესო მოთხრობისთვის მინისტრი კახა ლომაია პირადად მაჯილდოვებდა. ამ დღიდან იწყება ჩემი ისტორია და ფილმშიც ასეა“, – აცხადებს ახალკაცი.

ფილმის გმირი ასევე საუბრობს წიგნზე, რომელიც მან 2010-2011 წლებში დაწერა, როგორც ავტორი ამბობს, წიგნში გადმოცემულია, თუ როგორ აწამებდნენ და კლავდნენ განსხვავებული აზრის გამო ახალგაზრდა ადამიანებს.

„ბატონმა გოგამ ჩემს ეპიზოდს, საფუძვლად ჩემივე წიგნი „გამოცდა ხელბორკილით“ დაუდო. საერთოდ არ არსებობდა მაშინ ციხის კადრები, როდესაც ამ წიგნის წერა დავიწყე, რომელსაც 2010-2011 წლებში ვწერდი. ვწერდი იმიტომ, რომ მე ზუსტად ვიცოდი, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. სააკაშვილს შეწყალებაზე უარს ვეუბნებოდი, რადგან მე არ ვიყავი კრიმინალი და მას რაც სურდა იმას ჩემგან ვერასდროს მიიღებდა. ჩემი ოჯახის ორი წევრი მოკლეს, როდესაც სახლში რეკავდნენ, როდესაც არ ვემორჩილებოდი მათ. საპატიმროშიც ვიცავდი ადამიანებს, რომლებსაც შიდსიან ნემსებს უკეთებდნენ. უნდოდათ შიდსით დაეავადებინათ და მოეკლათ.

ბატონმა გოგამ ძალიან ბევრი ნაწამები ადამიანის ინტერვიუ ჩაიწერა, თუ არ ვცდები 1200-ზე მეტი. იქ ყველამ ერთმანეთზე უარესი ამბები გადავიტანეთ და მე არ ვარ გამორჩეული, რადგან იქ ჩემზე უმძიმესი დღეები გადაიტანეს ბიჭებმა, ბევრი მათგანი სამწუხაროდ დღეს ცოცხალიც აღარ არის. ჩემი წიგნიც სწორედ მათ სულებს ეძღვნება, იმ მებრძოლ ბიჭებს, რომლებიც სისტემას აუჯანყდნენ და მათი სისხლით პრინციპში მივიღეთ ის შედეგი, რომელიც 2012 წელს დადგა. ვთვლი, რომ ეს ისტორია ყველამ უნდა იცოდეს და ნახოს ის თუ როგორ გავიარე ის ტანჯვა-წამება, მე ამაზე პრობლემა არ მაქვს”, -ამბობს ალექსანდრე ახალკაცი.

იტვირთბა....