aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

იანვარ-აგვისტოში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 17,4%-ით გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოს ინტერვალში ქვეყანაში 4 247 729 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,2%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 1 851 917 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,4%);

ბ) ტრანზიტი – 886 289 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,9%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,2%);

გ) სხვა – 1 509 523 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,5%).

2016 წლის აგვისტოს თვე 450003 ტურისტული ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 17,3% ით მეტია.

2016 წლის აგვისტოშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+2%), აზერბაიჯანიდან (-3%), თურქეთიდან(-42%), რუსეთიდან(+12%), უკრაინიდან (+18%) და ირანიდან (+599%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 27%, 10%, 7% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (34%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (28%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (59%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 14%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 11%-იანი ზრდა.

იტვირთბა....