aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100 მილიონს დოლარს გამოუყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვეპროგრამა 3-ის“ შეთანხმება დაიდო.

ხელშეკრულების მიხედვით, აზიის ბანკი საქართველოსთვის $100 მილიონს გამოყოფს. აზიის ბანკთან პროგრამის ეს ნაწილი დასრულების ეტაპს წარმოადგენს. მთლიანად, 3-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში აზიის განვითარების ბაკმა საქართველოსთვის $250 მილიონის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი გამოყო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით  პროგრამას რამდენიმე ძირითადი მიზანი აქვს დასახული:

  • სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა;
  • შიდა რესურსების ეფექტური მობილიზება;
  • ვალის მართვის და ფისკალური რისკების შეფასება;
  • კაპიტალის ბაზრის განვითარება;
  • საპენსიო რეფორმის განხორციელება

შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, იეშიმ ელჰან კაიალიმ მოაწერეს.

 

 

 

იტვირთბა....