ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა გურიაში მაჟორიტარები ჩაანაცვლოს

,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, ,,ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი თემურ ჭკუასელის კანდიდატურა ჩაანაცვლოს.

ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ჭკუასელის სასარგებლოდ მუშაობაზე უარს აცხადებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, სიტუაციის დასარეგულირებლად გურიაში რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრემიერის კახი კალაძის ნდობით აღჭურვილი პირი-ილია კეჭაყმაძე იმყოფებოდა. თუმცა, მან სიტუაციის დარეგულირება ვერ მოახერხა. რისი მთავრი მიზეზიც ჭკუასელის დაბალი რეიტინგია.

ადგილზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კეჭაყმაძეს ჩოხატაური-ლანჩხუთის საარჩევნო შტაბში მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ჭკუასელს რეიტინგებში ცუდი მონაცემები აქვს. და ის შესაძლოა, სამეულშიც ვერ მოხვდეს.

ჭკუასელთან დაკავშირებით, ვითარებას ის ართულებს, რომ ის ივანიშვილის ახლო მეგობარია. ამავე ინფორმაციის თანახმად, ,,ოცნების” შიდა კვლევებში არასახარბეილო ვიტარება ქვს ოზურგეთის მაჟორიტარის კანდიდატს და შსს-ს მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს. ამ სიტუაციიდან გამომდირე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ,, ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა სულ მცირე ჩოხატაური-ლანჩხუთის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი ჩაანაცვლოს.

წყარო: “პირველი რადიო”

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....