aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტი ნარმანიას ბოდიშზე: „სკამიანად გამოვიტანთ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე, რომელსად თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „მაიმუნი ვირიშვილი“ უწოდა, სოციალურ ქსელში მერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თავისი გამონათქვამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

როგორც კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს, ნარმანიამ ბოდიში მოუხადა ამომრჩეველს და არა იმ ადამიანს, რომელსაც უშუალოდ შეურაცხყოფა მიაყენა.

„ნარმანიამ ბოდიში მოიხადა. ისიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ თავისი ამომრჩევლის წინაშე და არა იმ ადამიანთან ვისაც უზრდელურად მოექცა. ესეც მიუთითებს გააზრების ხარისხზე, არათუ გააზრება უბრალოდ პრაგმატული ნაბიჯია, არჩევენბი მომდგარა კარს და განაყწენებული ამომრჩეველი მას თავის პოზიციებს დააკარგვინებს.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგვე ვთქვი, რომ მე არ ვითხოვდი ნარმანიასგან ბოდიშის მოხდას, იმიტომ რომ არც მის პიროვნებას, არც მის სიტყვებს და არც მის თანამდებობრივ მდგომარეობას ლეგიტიმაციას არ მივანიჭებდი ამით. ის ცარიელი ადგილია, რომელიც „მაიმუნივირიშვილის“ სახელით დარჩება თბილისის ისტორიაში. შესაბამისად ამ მხრივ საპატიებელიც არაფერი მაქვს.

ის კი დარწმუნებით ვიცი, რომ ნარმანაიას

# არასდროს ვაპატიებ, ჩემს ბრძოლაში გახარჯულ დროს, რომლის გამოყენებაც ბევრად უფრო პროდუქტიულად შემიძლია, ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან და საინტერესო საქმეებში, ვიდრე მსგავს არსებებთან კამათია.

# არ ვაპატიებ, თბილისის მწვანე საფარის გაჩეხვას და ჩვენთვის სასიცოცხლო სივრცის შევიწროვებას.

# არ ვაპატიებ, ძველ თბილისში განადგურებულ კულტურულ მემკვიდრეობას და იმ სახის წართმევას, რაც რეალურად ქმნის თბილისის ავთენტურობას და უნიკალურობას.

# არ ვაპატიებ, ურბანულ კატასტროფას და უბრალოდ იმას, რომ უპასუხსიმგებლო და თვითდაჯერებული ხელმძღანელია, რომელსაც არ უნდა რეალური ცვლილებები და ყველა ტიპის კრიტიკოსში მტერს ხედავს.

სკამიანად გამოვიტანთ“- წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ წევრი ელენე მალეშევსკი-ჯაყელი თბილისის მერიასთან რამდენიმე დღეა შიმშილობს. „პარტიზანული მებაღეობის“ წევრები ხეების უკანონოდ მოჭრას აპროტესტებენ. თავდაპირველად პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას – შიმშილობას  მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ნატა ფერაძემ მიმართა. შიმშილობის მეშვიდე დღეს კი ის შეუძლოდ გახდა და მისი საავამდოფოში გადაყვანა აუცილებელი გახდა. ამის შემდეგ შიმშილობა ელენე მალეშევსკი-ჯაყელმა გააგრძელა. მოძრაობის წევრები მოითხოვენ ხეების უკანონოდ ჭრის შეჩერებას და მერიის ეკოლოგიისა და ზედამხვედველობის სამსახურების ხელმძღვანელების გადადგომას.

გუშინ გარემოს დამცველები თბილისის მერს შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ერთ-ერთი აქტივისტი მოძრაობა „მწვანე მუშტისა“ და „აუდიტორია 115-ის“ წევრი ირაკლი კუპრაძე „მაიმუნო ვირიშვილოთი“ მოიხსენია და მისი შეხვედრიდან გაყვანა მოითხოვა. ამის შემდეგ აქცია მერიის ეზოში გაგრძელდა. აქციის მონაწილეები მერს მათთან ჩასვლისა და მოლაპარაკების დაყებისკენ მოუწოდებდნენ. დღეს დავით ნარმანიამ ამომრჩეველს და საზოგადოებას ამ ფაქტის გამო ბოდიში მოუხადა, თუმცა მას თავის განცხადებაში არ უხსენებია ირაკლი კუპრაძე, რომელსაც შეურაცხყმყოფელი სიტყვებით მიმართა.

იტვირთბა....