aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პოლიტიკური ავანტურა ბურჭულაძის სახით“: პარტია თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატმაც დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

პაატა ბურჭულაძის პარტიას მორიგი წევრი ტოვებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ “სახელმწიფო ხალხისათვის” ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივანი და ამავე პარტიის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ პინაიშვილი პარტიას ტოვებს:

“მე როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივანი, არავის ჩაუყენებივარ საქმის კურსში “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან, “გირჩთან” და “ახალ საქართველოსთან” გაერთიანების შესახებ და არც აზრი უკითხავს არავის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ავანტურასთან პაატა ბურჭულაძის სახით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე მე და ჩემი თანაგუნდელები ვემიჯნებით “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებთან კავშირს და პაატა ბურჭულაძის მხრიდან თავისი პარტიის წევრების მიმართ უპასუხისმგებლო, დამამცირებელ და ავანტიურისტულ დამოკიდებულებას, რის გამოც ვტოვებ ჩემს გუნდთან ერთად აღნიშნულ პარტიას”, – ნათქვამია მის განცხადებაში.

 

როგორც ზურაბ პინაიშვილი აცხადებს, მან პარტიაში 180-მდე ადამიანი მიიყვანა და მათ უმრავლესობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, პარტიის დატოვების შესახებ.

იტვირთბა....