aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

36 ათასი ლარი ბიუჯეტიდან ყავის დასალევად

aviabiletebi
ავიაბილეთები

მონიტორინგის ცენტრი “მედიატორი” ახალ კვლევას ასაჯაროებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ივნისის თვეში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რომელიც დაიდო „შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტთან“, ყავაზე შესვენების მომსახურებაში ერთი დღის განმავლობაში გახარჯულ იქნა 12 508, 00 ლარი. მსგავსი ფაქტი მოხდა ივლისის თვის 18.07.2016-22.07.2016 პერიოდში, დანახარჯმა შეადგინა 12 537.50 ლარი, ხოლო აგვისტოს 04.08.2016 – 05.08.2016 პერიოდში გახარჯული იყო 11 127.40 ლარი, ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დაიდო “შპს სითი ლოფტი”, -სთან.

საერთო ჯამში, ყავის შესვენებაზე მომსახურების საფასურმა ბიუჯეტის ხარჯზე შეადგინა 36 172.50 ლარი.

“მეტრონომი” ეკონიმიკის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, რადგან მათ პასუხს ამ დრომდე ველით.

რამდენად რელევანტურია ბიუჯეტის ხარჯზე 36 000 ლარის ყავის შეძენა იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რაშიც დღეს ვიმყოფებით, ეს საზოგადოებამ განსაჯოს.

 

იტვირთბა....