aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მოსამართლეებზე ზეწოლას შესაძლოა თავად გიორგი პაპუაშვილი ცდილობდა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ვინმე თუ ზეწოლას ცდილობდა მოსამართლეებზე, გამოიკვეთა რომ ეს შესაძლოა თავად გიორგი პაპუაშვილი იყო“, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაპუაშვილი”ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით მოქმედებს.

„თუ ვინმე ცდილობს ზეწოლას, გამოიკვეთა, რომ ეს შესაძლოა იყოს თავად გიორგი პაპუაშვილი. ის მოქმედებს არა დამოუკიდებლად, არამედ ბოლო პერიოდში გადაიქცა გარკვეული პოლიტიკური ძალის დავალებების შემსრულებლად. ძალიან სამწუხაროა, რომ პაპუაშვილმა ბოლო პერიოდში მოსამართლის სახე დაკარგა და გვევლინება როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი და არა მოსამართლე, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ თავს და კოლეგებს. აქედან გამომდინარე, ანალიზი უნდა გაკეთდეს და შეფასდეს სიტუაცია ისე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ ინსტიტუტად გამოყენება შედის ”ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში. ის ცდილობს გარკვეული კრიზისის, დესტაბილიზაციის შექმნას, რაც არ გამოუვიდა იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული მოსამართლე პასუხისმგებლობის მქონეა, მოქმედებს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთით ან მითითებით, ასე რომ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არ გამოუვიდა”, – განაცხადა კობახიძემ.

ის პაპუაშვილს ურჩევს, რომ საკუთარი განცხადებები შეაფასოს, რადგან მან კოლეგები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

”მას არ აქვს გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობა პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლოს და ქვეყნის წინაშე, რადგან ასეთი ქმედებები იწვევს დისკრედიტაციას ამ ინსტიტუტის და მიმართულია მოსამართლეების დემორალიზებისკენ. მოსამართლეებს ნამდვილად აქვთ იმის კვალიფიციკაცია, რომ გააგრძელონ თავისი საქმიანობა ყოველგვარი ზეწოლების გარეშე. თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც გამოაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ძალიან ფართო ეფექტს იძლევა და უნდა იყოს ნაკარნახები მხოლოდ კონსტიტუციის სულისკვეთებიდან და არა სხვა გარემოებიდან”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმდჯომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობდა. ამ ფაქტს პროკურატურა იძიებს. დაკითხვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე დაიბარეს. ისინი მედიასთან კონკრეტულ ფაქტზებზე არ საუბრობენ. ზოგიერთი მათგანი ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს. თავად გიორგი პაპუაშვილი კვირას დაიკითხება.

იტვირთბა....