aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერევანში კვლავ დაძაბულობაა: პოლიციის შენობაში 25-მდე მებრძოლი რჩება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერევანში, პოლიციის შენობა შეიარაღებულ ჯგუფს მეათე დღეა დაკავებული აქვთ.  მათ რამდენიმე ექიმი, რომლებიც თავდამსხმელების მოთხოვნით დაშავებულებისთვის დახმარების აღმოსაჩენად მივიდნენ,  მძევლად აიყვანეს.  ამჟამად სამართალდამცველები ექიმების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს მართავენ.

ამავდროულად, გვიან ღამით ერევანში სამართალდამცველებსა და შეიარაღებულ პირებს შორის ორმხრივი სროლა  დაშავებულია ერთი პოლიციელი და ორი თავდამსხმელი,- ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შენობაში 25-მდე მებრძოლი რჩება.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული ჯგუფი ერევნის პოლიციის განყოფილებაში  17 ივლისიდან იმყოფებიან. მათი მოთხოვნა პრეზიდენტ სარქისიანის გადადგომაა.

 

იტვირთბა....