aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთის იუსტიციის მინისტრი: სიკვდილით დასჯის საკითხზე ევროკავშირის მოსაზრება არ უნდა იყოს გათვალისწინებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

თურქეთის იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაგი აცხადებს, რომ  სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირის მოსაზრება არ უნდა იყოს გათვალისწინებული, – განცხადება ბექირ ბოზდაგმა CNN Turk-ის ეთერში გააკეთა.

მინისტრის განმარტებით, ამასთან დაკავშირებით  გადაწყვეტილება თურქეთის კანონმდებლობას უნდა ეფუძნებოდეს  და არა – ევროკავშირის სურვილს.

თურქეთში სიკვდილით დასჯა 2 004 წელს შეჩერდა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ კი მმართველი პარტიის დეპუტატებმა გადაწყვიტეს შეიტანონ პარლამენტში დოკუმენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს, ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.

იტვირთბა....