aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება სამართალი

ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგ: დღეს კულტურის სამინისტროში ხელმოწერები შედის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის ნაწილი კულტურის სამინისტროში აპირებს მისვლას. ისინი სამინისტროში ხელმოწერებს მიიტანენ და სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაყენებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

ოპერისა და ბალეტის თეატრში არსებული დაპირისპირების გამო 17 ივლისს დაგეგმილი სეზონის დახურვა 23 ივლისისთვის გადაიდო, თუმცა დასის ნაწილი ამტკიცებს, რომ თუ დავით კინწურაშვილი არ გადადგება, ისინი სპექტაკლებში მონაწილეობას არ მიიღებენ – შესაბამისად სეზონი არც 23-ში დაიხურება.

გაფიცულები დავით კინწურაშვილის არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ.

ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება კულტურის მინისტრი. მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ აუცილებელია მოწვეულ იქნას საერთო კრება.

დასის პროტესტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია სამხატვრო ხელმძღვანელი, ის კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს.

იტვირთბა....