aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ნატო-ს შემდეგი სამიტი 2017 წელს ბრიუსელში გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნატო-ს შემდეგი სამიტი 2017 წელს ბრიუსელში გაიმართება, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„2017 წელს ჩვენ შევხვდებით ახალ შტაბბინაში ბრიუსელში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე ორდღიანი სამიტი დღეს დასრულდება.

ნატო-ს რიგით 28-ე სამიტი ნატო-ს ისტორიაში პირველი სამიტია, რომელიც პოლონეთში შედგება.  სამიტში მონაწილეობა მიიღეს 58 ოფიციალურმა დელეგაციამ, მათ შორის 28 წევრმა სახელმწიფომ და მონტენეგრომ, ასევე 26 პარტნიორმა ქვეყანამ და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებმა.

იტვირთბა....