aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი მსოფლიო

„აქ ყველაფერი ვიპოვეთ“: რა მიზნით ჩამოვიდნენ ჰოლივუდის პროდიუსერები საქართველოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ჰოლივუდის ერთ-ერთმა საუკეთესო ლოკაციის პროდიუსერმა შანი ორონამ LMGI-ის (Location Managers Guild International) მთავარი პრიზის მფლობელმა ფილმისთვის „სიკარიო“, უცნობი გადასაღები ადგილების ძიებაში საქართველოში 7 დღე გაატარა.

საქართველოში მან და სხვა ჰოლივუდელმა პროდიუსერებმა სრულიად განსხვავებული კინოლოკაციები ნახეს: განდეგილი კაცხის სვეტი, რუსთავის მეტალურგიულის გავარვარებული მარტენის ღუმელი, მყინვარწვერი ყაზბეგიდან, გარდაბნის, ალაზნის ველი, სვანური კოშკები, თემქის ელმავალმშენებელი, კლდეში ნაკვეთი დავით გარეჯი და უფლისციხე, წყალტუბოს საბჭოთა არქიტექტურა და КГБ-ს სანატორიუმი, საბაგიროებისა და მაღაროების ქალაქი ჭიათურა, ძველი და ახალი ბათუმი და თბილისი.

ერთი კვირის მანძილზე Marvel Studios-ს, Legendary Entertainment-ის, Thunder Road Pictures-ის, Motion Picture Industry-ისა და სხვა კინომწარმოებლების წარმომადგენლებმა, თითქმის მთელი საქართველო მოიარეს და ახლა მათ რეკომენდაციაზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა ჰოლივუდი ფილმების გადაღებას საქართველოში. შანი ორონა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას ამბობს, რომ ეს ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდა.

„ჩვენ დავათვალიერეთ ისეთი ლოკაციები, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ვეძებთ ხედებს და პეიზაჟებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებს შეიძლება ჰგავდეს. საქართველოში ჩამოსვლა ნამდვილად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან აქ ყველაფერი ვიპოვეთ.“

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ იანვარში ჩაუშვა. პროგრამის მიზანია ქვეყანა მსოფლიოში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად გადაიქცეს.

იტვირთბა....