aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

დიანა ტრაპაიძე ნანა ლეჟავას დანიშვნაზე: „გადაწყვეტილება არის უსამართლო და ბევრ კითხვას მიჩენს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„იმედის“ ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე, ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელის, მაია თაბაგარის შეცვლას და მის ადგილზე, ნანა ლეჟავას დანიშვნას, სხვა თანამშრომლებთან ერთად, აპროტესტებს. დიანა ტრაპაიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ძალიან შორს ვარ და ბევრი არაფერი ვიცი, რაც ვიცი ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო და ბევრ კითხვას მიჩენს“ – წერს დიანა ტრაპაიძე.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, დიანა ტრაპაიძე, თეონა გეგელია და თეა სიჭინავა „იმედს“ ტოვებენ.

შეგახსენებთ, რომ „იმედის“ ჟურნალისტების ნაწილი საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელის შეცვლას აპროტესტებენ. მათი აზრით ეს წინასაარჩენო პერიოდს უკავშირდება.

იტვირთბა....