aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოქროსა და ბრილიანტის ნაწარმის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე, ანარ მამადოვი, დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის, წითელი ხიდის,  გავლით უკანონოდ შემოიტანა არადეკლარირებული, უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტისგან დამზადებული საიუველირეო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 33 000 ლარს.

საგამოძიებო სამსახურმა ანარ მამადოვი სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს “სისხლის სამართლის კოდექსის” 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

იტვირთბა....