aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება სამართალი

„შერატონ მეტეხი პალასი“ და „რაკია ჯორჯიას“ სხვა აქტივები დაყადაღებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

“რაკია ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი” და საქართველოში მისი სხვა აქტივები დაყადაღებულია, – ამის შესახებ ავსტრიული კოპმპანია VI2 Partners GmbH წარმომადგენელმა მარკ მილო ლუბემ და მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა განაცხადეს.

საქმე ეხება “რაკია ჯორჯიას” საკუთრებაში არსებულ “შერატონ მეტეხი პალასს,” რომლის გაყიდვის მიზნითაც “რაკია ჯორჯიამ” 2011 წელს ინვესტორების მოძიება დაიწყო.

“იმავე წლის 8 ოქტომბერს, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და “შერატონის” გასაყიდ ფასად განისაზღვრა 62 მილიონი 500 ათასი აშშ დოლარი. შეთანხმებაში გათვალისწინებული პირობების თანახმად, მყიდველმა მხარემ საბანკო ჩეკების სახით ჯამში განახორციელხა 20 მილიონი აშშ დოლარის გადახდა. ამ მომენტის შემდეგ “რაკია ჯორჯიას” მხრიდან ქონების გადაცემის ვალდებულებები არ შესრულდა და გარიგება ჩაიშალა”, – აცხადებს ადვოკატი დავით ასათიანი.

VI2 Partners GmbH- ის წარმომადგენელი მარკ მილო ლუბეს თქმით, კომპანია 5 წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

“საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება ბიზნეს საქმიანობაში არცერთ ქვეყანაში არ ხდება და ეს გავლენას ახდენს საქართველოს ბიზნეს გარემოზე, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩემი კომპანია საქართველოში ახალი ინვესტიციების დაბანდებას გეგმავს,”- აღნიშნა მარკ მილო ლუბემ.

იტვირთბა....