aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

სახიფათო ტრავმა: ითამაშებს თუ არა რონალდო ლიგის ფინალში

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუნდის ვარჯიშზე სამეფო კლუბის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ, ტრავმა მიიღო და სამწვრთნელო პროცესი ნაადრევად დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ 101greatgoals.com-მა გააავრცელა.

როგორც გამოცემა იუწყება, წინასწარი მონაცემებით რონალდოს კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა. ფეხბურთელმა ამ დაზიანების გამო რამდენიმე მატჩიც გამოტოვა, მათ შორის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირებაც. შესაძლოა პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალიც გამოტოვოს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ფეხბურთელი გამოკვლევებს ჩაიტარებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენ ხანს გასტანს მისი სარეაბილიტაციო კურსი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს გაიმართება და მადრიდის რეალის მეტოქე თანაქალაქელი ატლეტიკო იქნება.

იტვირთბა....