aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

დღეს პატრიარქი წირვას სვეტიცხოველში ჩაატარებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დღეს, 10:00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყებს.

წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესი თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საძირკვლის მშენებლობას აკურთხებს.

ეკლესია  წმიდათა მენელსაცხებლე დედებს: მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვებს იხსენებს.

წმინდა სახარების მიხედვით, უფლის დაფლვის შემდეგ ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან ნელსაცხებელი მიჰქონდათ. დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ უფალი აღდგა.

ამ დღეს ეკლესია, ასევე, მართალ იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოს იხსენებს, რომელთაც პილატესგან გამოითხოვეს უფლის გვამი და იგი პატივით დაფლეს.
წმინდათა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კეთილმსახური მეფის, თამარის ხსენებას აღნიშნავს.

 

იტვირთბა....